ბიჭოლა თეთრაძე საქართველოში უკვე ცნობადი ''ფეის''-ია.იგი მხოლოდ 22 წლისაა და უკვე წარმატებით ჩაატარა არაერთი ჩვენები, იღებს შეკვეთებს თითქმის ყველანაირი სახის ტანსაცმელზე .
ჭრა-კერვით 14 წლის ასაკში დაინტერესდა. ყავდა 2 საყვარელი თოჯინა რომელთაც კაბებს უკრეავდა და ოჯახის ხელშესწყობით მალე პერსონალური გამოფენაც მოაწყო. მოგვიანებით ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში და წარმატებული კარიერა აიწყო.
საზოგადოების დამოკიდებულება 22 წლის დიზაინერის მიმართ არაერთგვაროვანია. ''მაღალი ფენები'' მას პატივს სცემენ და ერთ წრეში ტრიალებენ, აი ''დაბალი ფენების წარმომადგენლებს'' მის ორიენტაციაზე საკმაოდ კარგი დასკვნები გამოაქვთ - ის ხომ ნამდვილი ქართველი კაცი არ არის, რა თქმა უნდა, აბა რეებს იცვამს, რას გავს ხო? :D
|
კენზოს პირველ ჩვენებას სულ 50 კაცი ესწრებოდა, მათ უცნაურიხასხასა ტანისამოსი იხილეს,შეკერილი იაპონური ნაჭრებისგანკიმანოს სტილში. დარბაზში სიცილიატყდა, მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენვის ჩვენებას იგდებდნენ მასხრად…
ის დაიბადა 1939 წლის 27თებერვალს ხიოგოს პროვინციაში,ხიმეის სასახლის ძირას მდებარესოფელში. სკოლის დამთავრებისშემდეგ დაიწყო ინგლისურილიტერატურის შესწავლა კობეგიაბო-ს უნივერსიტეტში, მაგრამპირველი სემესტრის შემდეგ მიატოვასწავლა და გაემგზავრა ტოკიოშისამუშაოდ, იმისათვის რომ საკუთარითავი ერჩინა კენზო მუშაობდამღებავის თანაშემწედ და იღებდა3000 იენას თვეში (რაც დაახლოვებით7 დოლარი იყო იმ დროისთვის). ხშირად უწევდა ცხოვრება მაღაზიაში. მაგრამმაინც ახერხებდა საღამოობით ევლო დაუსწრებელ კურსებზედიზაინერებისთვის.ის იყო პირველი ბიჭი რომელიც მიიღეს Bunka Gakuen -ში(მოდელიორის უძველესი იაპონური სკოლა გოგონებისთვის)
მისი ოცნება პარიზში გამგზავრება იყო. მოგვიანებით მას ბედმა გაუღიმა,დაანგრიეს სახლი რომელშიც ის ცხოვრობდა, რისთვისაც მიიღო კომპენსაცია 350ათასი იენი. 1 იანვარს 1965 წელს კენზო ჩავიდა მარსელში და ჩაჯდამატარებელში, რომელიც პარიზისკენ მიემგზავრებოდა. ის არ საუბრობდაფრანგულად, მას არ ქონდა არც სამსახური, არც ბინა, ის დუმდა, ათვალიერებდა,ისმენდადა ფიქრობდა…
პარიზი კენზოსთვის გადაშლილი წიგნი გახდა, ”მსოფლიოს არცერთქალაქში არ ვგრძნობ თავს ისე კარგად როგორც პარიზში” ამბობს კენზო, ”აქ ყველაქვა, ყველა ღრუბელი, ყველა გამვლელი მეხმარება რაიმე ახლის შექმნაში. თუმცამე სულით იაპონელი დავრჩი.” პარიზში 5 წლის ცხოვრების შემდეგ კენზო თავისთანაკურსელ ატსუკო კონდოსთან ერთად ხსნის ყველაზე მომხიბვლელ ბუტიკსპარიზში ”Jungle Jap”_ს. სწორედ მაშინ მოხდა ის პირველი ჩვენება, რომლითაცჩვენ დავიწყეთ კენზოს ბიოგრაფიის მოყოლა.
70 იან წლებში მოდური იყო ტანზე მომდგარი სამოსი. მომდგარი მხრებითდა მკლავებით. ”სხეულს სივრცე ჭირდება, როგორც ფიზიკური ასევე სულიერი”ამბობს კენზო. ეს სიახლე იყო ევროპისთვის. ყველა მათგანი კენზო, მიაკე,იამამოტო, კავაკუბო ქმნიან ფართე მოდელებს და ცდილობენ დაარღვიონევროპული მოდის სტანდარტი. ეს დიზაინერები აღიარებენ რომ ფართოტანსაცმლისადმი სწრაფვა ყველა იაპონელისათვის გენეტიკურია, ვიწრო და რომტანზე მომდგარ სამოსში ისინი იხუთებიან.
თავისუფალი სამოსი რევოლუცია იყო ევროპულ მოდაში და როგორცყველა რევოლუციას მასაც ქონდა წინაპირობა, გადაღლილ ევროპელებს აღარუნდოდათ ვიწრო სილუეტიანი სამოსი, ისინი დაიღალნენ საკუთარი სხეულისდემონსტრირებით. კენზოს სტილი მაშინვე მონათლეს როგორც ”ახალიდეკონსტრუქტივიზმი” ” Couture Destructuree,” და ეს მიმდინარეობაახალგაზრდა თაობის ხასიათს შეეფერებოდა. ახალგაზრდულმა მოდამ მასმალევე მოუტანა წარმატება, მის მოდელებში მაშინაც აღინიშნებოდა ფერთასიმრავლე, ყვავილების და ნახატის შერწყმა. ზოლები, ბადეები, ყვავილები,ცხოველები ერთმანეთში ირეოდა წარმოუდგენელი კომბინაციებით. მისი სამოსილაღი და უდარდელი ცხოვრების შთაბეჭდილებას ტოვებდა. კენზო საკუთარსტილს აფასებს როგორც Haute Couture, -ს დარღვევას. მის ტანისამოსშიერთმანეთს ერწყმის აღმოსავლური, ეთნიკური და თანამედროვე პარიზულისტილი. კენზო არ ცნობს ელვას, ღილებს, დუგმებს, გამოყვანილ გვერდებს დავიტიჩკებს. რჩება მხოლოდ სწორი, თავისუფალი სტილი ფერებისმრავალფეროვნებით და რითმით, რაც უცხო იყო ევროპული თვალისთვის.
ეს ბუტიკი ვიქტუარის მოედანზე მაშინვე ხდება ყველაზე მოდურ ადგილად პარიზში. 70 იან წლებს მოყვა 80იანი, როდესაც მსოფლიო გიჟდება ყველაფერზე, რაც მოდაშია. როდესაც შესაძლებელი გახდა დიზაინერების ყველაზე ავანგარდული ფანტაზიების განხორციელება. კენზო ხდება ერთ ერთიპირველი მოდელიორი, რომელმაც თავისი ჩვენება ფერად, მხიარულ შოუდ აქცია.
Gabrielle Bonheur Chanel
გაბრიელ ბონჰერ შანელი (Gabrielle Bonheur Chanel)(1883 წლის 19 აგვისტოს – 1971 წლის 10 იანვარი) დაიბადა საფრანგეთის ერთ–ერთ ქალაქში სამიურეში ღარიბ ოჯახში.
მისი ბავშვიბის შესახებ ბევრი არ არის ცნობილი. მხოლოდ ცნობილია, რომ დედა ხშირად ავადმყოფობდა და მალე გარდაიცვალა. ბავშვების აღზრდაზე მამამ უარი თქვა და ამიტომ მიაბარეს ბავშვთა სახლში, სადაც ის გაიზარდა და ისწავლა კერვა.
20 წლის ასაკში კოკო შანელი წამოვიდა ბავშვთა სახლიდან და დაიწყო მუშაობა ტრიკოტაჟის მაღაზიაში ქალაქ მულენში. პარალელურად საღამოობით მღეროდა ერთ–ერთ კაფეში. იგი ხშირად ასრულებდა ერთ სიმღერას, საიდანაც მოდის მეტსახელი „კოკო“.
ამავე კაფეში გაიცნო ახალგაზრდა ოფიცერი ეთენ ბალზანი (Etienne Balsan), რომელიც იყო ტექსტილის მწარმოებელთა დინასტიის შთამომავალი. 3 წელი ისინი ცხოვრობდნენ ბალზანის სასახლეში. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო შანელმა საკუთარი ტანსაცმლის და ქუდების მოდელების შექმნა და ექსპერიმენტები. (მიაჩნდა, რომ მაშინდელი მაღალი საზოგადოების ქალების ტანისამოსი ძალიან რთული და ძნელად სატარებელი იყო).
მალე კოკომ გაიცნო ახალგაზრდა ინგლისელი არტურ კაპელი და მასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად პარიზში. არტურის ფინანსური დახმარებით 1910 წელს შანელმა პარიზში გახსნა თავისი პირველი ქუდების ატელიე, რომელმაც ძალიან მალე მოიპოვა პოპულარიბა პარიზის მაღალ წრეებში. 1913 წელს იხსნება შანელის მეორე მაღაზია, ხოლო 1919 წელს იგი იწყებს ქალის ტანსაცმლის მოდელების შექმნას ჯერსის ნაჭრისგან, რომელიც მანამდე გამოიყენებოდა მხოლოდ მამაკაცის სამოსისთვის.
კოკო შანელი მოდის ისტორიაში შევიდა როგორც ქალის ტანისამოსში მამაკაცის სტილის შემომტანი. მან პირველმა შემოიტანა ქალებისთვის ტანისამოსის თავისუფალი სტილი, რითაც გაანთავისუფლა ქალები მკვეთრად შემოჭერილი ტანისამოსისგან, შექმნა შარვლის მოდელები მანდილოსნებისთვის. მას მოსწონდა ეს სტილი. 1917 წელს მოკლედ შეიჭრა თმები და ამით საფუძლელი დაუდო ქალის მოკლე ვარცხნილობებს.
1919 წელს არტურ კაპელი მოულოდნელად იღუპება ავტოკატასტროფაში, რაც უდიდესი ტრაგედიაა შანელისთვის. ამ პერიოდიდან იწყება შანელის ცნობილი მოკლე შავი კაბების პერიოდი. მას არ ქონდა უფლება ტრაურის ტარების, რადგან არ იყო არტურის ოფიციალური მეუღლე. ბოროტი ხმები იმასაც ამბობდნენ, რომ შავი ფერი შანელმა იმისთვის შემოიტანა, რომ პარიზის ცნობილ ქალებს ტრაურში ეტარებინა. ასეა თუ ისე, ეს ფერი შემოდის იმ პერიოდის მოდაში.
უამრავი თაყვანისმცემლების მიუხედავად, რომლებიც შანელს შემდეგ ჰყავდა, მას არ ყოლია არც მეუღლე და არც შვილები.
1920 წელს იგი ხვდება ცნობილ გენიალური ქიმიკოს–პარფიუმერის ერნესტ ბოს და დაძაბული ერთობლივი მუშაობის შედეგად ქმნიან 80 კომპონენტისგან შემდგარი ცნობილი „სუნამო ქალებისთვის ქალის სურნელით“ Chanel №5., რომელიც დღესაც გამორჩეულია სუნამოებს შორის თავისი სურნელით.
30–იანი წლების ბოლოს მეორე მსოფლიო ომის კრიზისთან დაკავშირებით შანელი იღებს გადაწყვეტილებას შეაჩეროს წარმოება. ხოლო 1954 წელს იგი 70 წლის ასაკში ბრუნდება მოდის სამყაროში და ხსნის ახალ ბუტიკს Rue Cambon –ს.
უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში იგი ცხოვრობდა პარიზის სასტუმროში Ritz ის ერთ–ერთ ნომერში, სადაც 1971 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.
გაბრიელ ბონჰერ შანელი (1883 წლის 19 აგვისტოს – 1971 წლის 10 იანვარი) დაიბადა საფრანგეთის ერთ–ერთ ქალაქში სამიურეში ღარიბ ოჯახში.