ცნობილი დიზაინერი კრისტიან დიორი 1905 წლის 21 იანვარს საფრანგეთში, კერძოდ ნორმანდიაში დაიბადა. ის ოჯახში მეხუთე შვილი იყო და თავისი და-ძმისაგან ყოველთვის განსხვავდებოდა. მშობლების მსგავსად, თავადაც პოლიტიკურ მეცნიერებებს სწავლობდა. სამხედრო სამსახურის გავლის და რამდენიმე წლიანი ყოყმანის შემდეგ, კრისტიანი პარიზში დაბრუნდა და 1935 წელს ესკიზების გაყიდვით, დიზაინერის კარიერა დაიწყო.
საზოგადოების მოწონებას ძირითადად მის მიერ შექმნილი ქუდების ესკიზები იმსახურებდა, თუმცა კრისტიანი კონცენტრირებას მაინც კაბების დიზაინზე ახდენდა.
1938 წელს დიზაინერი რობერტ პიგეტის მოდის სახლმა დაიქირავა, თუმცა მისი მუშაობა მეორე მსოფლიო ომმა შეაფერხა. დიორი სამხრეთ საფრანგეთში მსახურობდა. ომის შემდეგ ის ისევ პარიზში დაბრუნდა და 1941 წლიდან ლუსიენ ლელონგის მოდის სახლში განაგრძო მუშაობა. 1946 წელს კრისტიან დიორმა თავისი დიზაინის სახლის გახსნაც მოახერხა.

1947 წელს დიორმა პირველი კოლექცია, ძალიან ცნობილი “NEW LOOK” ანუ “ახალი ხედვა” შექმნა. მომრგვალებული მხრები, ვიწრო წელი და სავსე ქვედა ბოლო _ ეს იყო დიორის პირველი კოლექციის მთავარი შტრიხები, რომელიც შემდეგ მსოფლიომ აღიარა.
ომის შემდგომ პერიოდში, საფრანგეთში ქალბატონების უმრავლესობა მამაკაცის სამუშაოს ითავსებდა და შესაბამისადაც ეცვა. ისინი დაღლილები იყვნენ გამოზოგვით და არაფრისაგან რაიმეს შექმნით. სწორედ ამ დროს გამოჩნდა კრისტიან დიორი, რომელიც ბრწყინვალე და მდიდრულ სამოსს ქმნიდა. მან უდიდესი წვლილი შეიტანა პარიზის მოდის დედაქალაქად ქცევაში.
კრისტიან დიორის ყველა პერიოდის კოლექციას თავისი თემა ჰქონდა. ეს იყო კლასიკური კოსტიუმები, ე.წ “ბალერინის სიგრძის” ქვედაბოლოები და მრავალი სხვა.
კრისტიან დიორი, თავის პარტნიორ ჯაკ რუტთან ერთად, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მოდის ბიზნესში ლიცენზირებულ პროდუქციის წარმოებას ემხრობოდა. ჯერ კიდევ 1948 წელს, დიორმა ლიცენზირებული ბეწვეული, წინდები, ჰალსტუხები, პარფიუმერია და ტანისამოსი რეგიონალურ მაღაზიებში გაავრცელა. ამან ბრენდის პოპულარობას ძალიან შეუწყო ხელი.
1953 წელს დიორმა ასისტენტად 20 წლის, ახლა უკვე ცნობილი დიზაინერი ივ სენ ლორენი დაიქირავა. 1957 წელს, იტალიაში, გულის შეტევით კრისტიან დიორი უცაბედად გარდაიცვალა. სწორედ ამ წლიდან ივ სენ ლორენი დიორის სახლის მთავარ დიზაინერად იქცა. მისი პირველი კოლექცია “ტრაპეცია კაბებისგან” შედგებოდა. მას შემდეგ რაც, ივ სენ ლორენი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, 1960 წლიდან მარკ ბოჰანმა მთავარი დიზაინერის ფუნქციები თავის თავზე აიღო. ის 1989 წლამდე მუშაობდა, სანამ ჯან ფრანკო ფერემ არ დაიკავა მისი ადგილი. ფერე დიორის სახლში 1996 წლამდე მუშაობდა.
ჯან ფრანკო ფერეს შესახებ ბევრი მითქმა-მოთქმის შემდეგ, 1996 წელს ჯონ გალიანომ მთავარი დიზაინერის პოზიცია დაიკავა. მანამდე ის “ჟივენშის” მოდის სახლში მუშაობდა.
კრისტიან დიორი “შანელისგან” განსხავებით ცნობილია, როგორც ძალიან რომანტიკული, ძალიან ქალური სტილის დამკვიდრებით. მისი კოლექციები უფრო ფუფუნებისკენ იყო მიდრეკილი, ვიდრე კომფორტისაკენ.
გალიანო, როგორც დიორის მემკვიდრე, იგივე სტილის, უაღრესად ქალურ სამოსს ქმნის, რომელშიც ერთნაირად იგრძნობა დღევანდელი გამოხატვის თავისუფლება და წარსულის სიმდიდრე.
http://modissamyaro.wordpress.com/2010/06/21/kristian-diori/ნინა რიჩი (Nina Ricci), ბრენდის ისტორია
ნინა რიჩის (Nina Ricci) ისტორია იწყება 1932 წელს. ეს არის კლასიკური, ელეგანტური, ფრანგული სამოდელო სახლი. მარი ადელანდ ნელი, რომელიც მსოფლიომ გაიცნო როგორც ნინა რიჩი, დაიბადა 1883 წელს იტალიის ქალაქ ტურინში.
მამა – ფეხსაცმლის მკერავი, ბიზნესის განვითარების მიზნით ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა მონტე–კარლოში. მაგრამ გადასვლიდან ცოტა ხანში იგი გარდაიცვალა ისე, რომ ვერ შეძლო ოჯახისთვის დაეტოვებინა საარსებო საშუალება. 1895 წელს 12 წლის უმამოდ დარჩენილი მარი იწყებს სვლას წარმატებული კარიერისკენ.
ბავშვობიდანვე გოგონა ოცნებობს მოდური ტანსაცმლის კერვაზე. იგი ეწყობა მოსწავლედ სამკერვალო ფაბრიკაში. საკუთარი დიზაინით შექმნილი შლაპები თავიდანვე დიდ წარმატებას ჰპოვებს მოდის მიმდევარ ქალბატონებში. 14 წლის ასაკში მარი (მომავალში ნინა რიჩი), თავის უფროს დასთან და დედასთან ერთად მუშაობს გალანტერიის მაღაზიაში, საღამოს კი – სწავლობს მკერავის ხელობას.
ცოტა ხანში იგი პოულობს სამუშაოს მოდის სახლში, სადაც ახალ მისულებს აძლევდნენ გაუთოვების, ღილების დაკერების და წვრილმანებზე სირბილის უფლებას. ამ რთული გზის გავლის შემდეგ მარი ახერხებს გახდეს ჯერ უმცროსი მოდისტი, შემდეგ საშუალო, და ბევრი წლების შემდგომ 18 წლის ასაკში – პირველი მოდისტი.
გარკვეული პერიოდის შემდეგ მარი ნელი ქირაობს მკერავებს, რომლებსაც აკერინებს ტანსაცმელს საკუთარი ესკიზებით. 1905 წელს მისი მოდელებით ინტერესდებიან პარიზის მსხვილი სამოდელო სახლები და აძლევენ მას მსხვილ შეკვეთებს.
ერთხელ, ავტობუსის გაჩერებაზე გოგონა შემთხვევით ხვდება ყვავილების გამყიდველს – ლუი რიჩის. ასე ხდება მარი ნელი - ნინა რიჩი (Nina Ricci). სამწუხაროდ ეს ქორწინება არ აღმოჩნდა წარმატებული და ცოტა ხანში ნინა სცილდება მეუღლეს და რჩება მარტო. ამის შემდეგ იგი აგრძელებს დაუღალავად მუშაობას და განაგრძობს კარიერულ წინსვლას. ქორწინებიდან მას რჩება შვილი – რობერტი.
20–იან ქლებში ნინა რიჩი იწყებს მუშაობას მოდის სახლ რაფფინში და 10 წლის შემდეგ ხდება მისი თანამფლობელი, მაგრამ სამწუხაროდ რაღაც პერიოდის შემდეგ სამოდელო სახლი იხურება. მიუხედავად ამისა 49 წლის ასაკში ნინა რიჩი (Nina Ricci), რომელსაც მუდმივად ამშვენებს თეთრი, მსხვილი მარგალიტი და თეთრი კადილაკი, რომლითაც იგი გადაადგილდება, თავისი ცხოვრებით ძალიან კმაყოფილია და ოცნენობს მშვიდ ცხოვრებაზე. მაგრამ, შვილი – რობერტი ითანხმებს დედას, საკუთარი სამოდელო სახლის შექმნაზე. და 1932 წელს კაპუცინების ქუჩის 20 ნომერში ჩნდება წარწერა "ნინა რიჩი".
ნინა რიჩი |
ნინას მოდელები აბსოლუტურად განსხვავდება სხვა მოდელებისაგან. მას უყვარს უზორები და თბილი ფერები. ყვავილები, რომლებიც მოდელებში ფიგურირებს სხვადასხვა სახით. რიჩის მოდელები გამოირჩევა რომანტიულობით და ზომიერი სექსუალურობით. სამოდელო სახლის ძირითადი კლიენტები არიან მაშინდელი ბურჟუაზიული წრის წარმომადგენლები. 1939 წელს მის სამკერვალოში დასაქმებულია 450 მკერავი. 1950 წელს ნინა შორდება სამოდელო სახლის საქმეებს და გადასცემს კომპანიას სამართავად თავის შვილს – რობერტს.
სწორედ რობერტის ხელმძღვანელობის პერიოდში სამოდელო სახლი ნინა რიჩი იქცევა იმპერიად, რომელიც გადის 130 ქვეყნის ბაზარზე. ზომიერი ფასები და ექსტრავაგანტული მოდელები სწრაფად იხვეჭს უზარმაზარ წარმატებას მთელს მსოფლიოში.
http://geronia.blogspot.com/2011/05/nina-ricci.html
Tokada Kenzo
კენზოს პირველ ჩვენებას სულ 50 კაცი ესწრებოდა, მათ უცნაურიხასხასა ტანისამოსი იხილეს,შეკერილი იაპონური ნაჭრებისგანკიმანოს სტილში. დარბაზში სიცილიატყდა, მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენვის ჩვენებას იგდებდნენ მასხრად…
ის დაიბადა 1939 წლის 27თებერვალს ხიოგოს პროვინციაში,ხიმეის სასახლის ძირას მდებარესოფელში. სკოლის დამთავრებისშემდეგ დაიწყო ინგლისურილიტერატურის შესწავლა კობეგიაბო-ს უნივერსიტეტში, მაგრამპირველი სემესტრის შემდეგ მიატოვასწავლა და გაემგზავრა ტოკიოშისამუშაოდ, იმისათვის რომ საკუთარითავი ერჩინა კენზო მუშაობდამღებავის თანაშემწედ და იღებდა3000 იენას თვეში (რაც დაახლოვებით7 დოლარი იყო იმ დროისთვის). ხშირად უწევდა ცხოვრება მაღაზიაში. მაგრამმაინც ახერხებდა საღამოობით ევლო დაუსწრებელ კურსებზედიზაინერებისთვის.ის იყო პირველი ბიჭი რომელიც მიიღეს Bunka Gakuen -ში(მოდელიორის უძველესი იაპონური სკოლა გოგონებისთვის)
მისი ოცნება პარიზში გამგზავრება იყო. მოგვიანებით მას ბედმა გაუღიმა,დაანგრიეს სახლი რომელშიც ის ცხოვრობდა, რისთვისაც მიიღო კომპენსაცია 350ათასი იენი. 1 იანვარს 1965 წელს კენზო ჩავიდა მარსელში და ჩაჯდამატარებელში, რომელიც პარიზისკენ მიემგზავრებოდა. ის არ საუბრობდაფრანგულად, მას არ ქონდა არც სამსახური, არც ბინა, ის დუმდა, ათვალიერებდა,ისმენდადა ფიქრობდა…
პარიზი კენზოსთვის გადაშლილი წიგნი გახდა, ”მსოფლიოს არცერთქალაქში არ ვგრძნობ თავს ისე კარგად როგორც პარიზში” ამბობს კენზო, ”აქ ყველაქვა, ყველა ღრუბელი, ყველა გამვლელი მეხმარება რაიმე ახლის შექმნაში. თუმცამე სულით იაპონელი დავრჩი.” პარიზში 5 წლის ცხოვრების შემდეგ კენზო თავისთანაკურსელ ატსუკო კონდოსთან ერთად ხსნის ყველაზე მომხიბვლელ ბუტიკსპარიზში ”Jungle Jap”_ს. სწორედ მაშინ მოხდა ის პირველი ჩვენება, რომლითაცჩვენ დავიწყეთ კენზოს ბიოგრაფიის მოყოლა.
70 იან წლებში მოდური იყო ტანზე მომდგარი სამოსი. მომდგარი მხრებითდა მკლავებით. ”სხეულს სივრცე ჭირდება, როგორც ფიზიკური ასევე სულიერი”ამბობს კენზო. ეს სიახლე იყო ევროპისთვის. ყველა მათგანი კენზო, მიაკე,იამამოტო, კავაკუბო ქმნიან ფართე მოდელებს და ცდილობენ დაარღვიონევროპული მოდის სტანდარტი. ეს დიზაინერები აღიარებენ რომ ფართოტანსაცმლისადმი სწრაფვა ყველა იაპონელისათვის გენეტიკურია, ვიწრო და რომტანზე მომდგარ სამოსში ისინი იხუთებიან.
თავისუფალი სამოსი რევოლუცია იყო ევროპულ მოდაში და როგორცყველა რევოლუციას მასაც ქონდა წინაპირობა, გადაღლილ ევროპელებს აღარუნდოდათ ვიწრო სილუეტიანი სამოსი, ისინი დაიღალნენ საკუთარი სხეულისდემონსტრირებით. კენზოს სტილი მაშინვე მონათლეს როგორც ”ახალიდეკონსტრუქტივიზმი” ” Couture Destructuree,” და ეს მიმდინარეობაახალგაზრდა თაობის ხასიათს შეეფერებოდა. ახალგაზრდულმა მოდამ მასმალევე მოუტანა წარმატება, მის მოდელებში მაშინაც აღინიშნებოდა ფერთასიმრავლე, ყვავილების და ნახატის შერწყმა. ზოლები, ბადეები, ყვავილები,ცხოველები ერთმანეთში ირეოდა წარმოუდგენელი კომბინაციებით. მისი სამოსილაღი და უდარდელი ცხოვრების შთაბეჭდილებას ტოვებდა. კენზო საკუთარსტილს აფასებს როგორც Haute Couture, -ს დარღვევას. მის ტანისამოსშიერთმანეთს ერწყმის აღმოსავლური, ეთნიკური და თანამედროვე პარიზულისტილი. კენზო არ ცნობს ელვას, ღილებს, დუგმებს, გამოყვანილ გვერდებს დავიტიჩკებს. რჩება მხოლოდ სწორი, თავისუფალი სტილი ფერებისმრავალფეროვნებით და რითმით, რაც უცხო იყო ევროპული თვალისთვის.
ეს ბუტიკი ვიქტუარის მოედანზე მაშინვე ხდება ყველაზე მოდურ ადგილად პარიზში. 70 იან წლებს მოყვა 80იანი, როდესაც მსოფლიო გიჟდება ყველაფერზე, რაც მოდაშია. როდესაც შესაძლებელი გახდა დიზაინერების ყველაზე ავანგარდული ფანტაზიების განხორციელება. კენზო ხდება ერთ ერთიპირველი მოდელიორი, რომელმაც თავისი ჩვენება ფერად, მხიარულ შოუდ აქცია.
გაბრიელ ბონჰერ შანელი (Gabrielle Bonheur Chanel)(1883 წლის 19 აგვისტოს – 1971 წლის 10 იანვარი) დაიბადა საფრანგეთის ერთ–ერთ ქალაქში სამიურეში ღარიბ ოჯახში.
20 წლის ასაკში კოკო შანელი წამოვიდა ბავშვთა სახლიდან და დაიწყო მუშაობა ტრიკოტაჟის მაღაზიაში ქალაქ მულენში. პარალელურად საღამოობით მღეროდა ერთ–ერთ კაფეში. იგი ხშირად ასრულებდა ერთ სიმღერას, საიდანაც მოდის მეტსახელი „კოკო“.
ამავე კაფეში გაიცნო ახალგაზრდა ოფიცერი ეთენ ბალზანი (Etienne Balsan), რომელიც იყო ტექსტილის მწარმოებელთა დინასტიის შთამომავალი. 3 წელი ისინი ცხოვრობდნენ ბალზანის სასახლეში. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო შანელმა საკუთარი ტანსაცმლის და ქუდების მოდელების შექმნა და ექსპერიმენტები. (მიაჩნდა, რომ მაშინდელი მაღალი საზოგადოების ქალების ტანისამოსი ძალიან რთული და ძნელად სატარებელი იყო).
მალე კოკომ გაიცნო ახალგაზრდა ინგლისელი არტურ კაპელი და მასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად პარიზში. არტურის ფინანსური დახმარებით 1910 წელს შანელმა პარიზში გახსნა თავისი პირველი ქუდების ატელიე, რომელმაც ძალიან მალე მოიპოვა პოპულარიბა პარიზის მაღალ წრეებში. 1913 წელს იხსნება შანელის მეორე მაღაზია, ხოლო 1919 წელს იგი იწყებს ქალის ტანსაცმლის მოდელების შექმნას ჯერსის ნაჭრისგან, რომელიც მანამდე გამოიყენებოდა მხოლოდ მამაკაცის სამოსისთვის.
კოკო შანელი მოდის ისტორიაში შევიდა როგორც ქალის ტანისამოსში მამაკაცის სტილის შემომტანი. მან პირველმა შემოიტანა ქალებისთვის ტანისამოსის თავისუფალი სტილი, რითაც გაანთავისუფლა ქალები მკვეთრად შემოჭერილი ტანისამოსისგან, შექმნა შარვლის მოდელები მანდილოსნებისთვის. მას მოსწონდა ეს სტილი. 1917 წელს მოკლედ შეიჭრა თმები და ამით საფუძლელი დაუდო ქალის მოკლე ვარცხნილობებს.
1919 წელს არტურ კაპელი მოულოდნელად იღუპება ავტოკატასტროფაში, რაც უდიდესი ტრაგედიაა შანელისთვის. ამ პერიოდიდან იწყება შანელის ცნობილი მოკლე შავი კაბების პერიოდი. მას არ ქონდა უფლება ტრაურის ტარების, რადგან არ იყო არტურის ოფიციალური მეუღლე. ბოროტი ხმები იმასაც ამბობდნენ, რომ შავი ფერი შანელმა იმისთვის შემოიტანა, რომ პარიზის ცნობილ ქალებს ტრაურში ეტარებინა. ასეა თუ ისე, ეს ფერი შემოდის იმ პერიოდის მოდაში.
უამრავი თაყვანისმცემლების მიუხედავად, რომლებიც შანელს შემდეგ ჰყავდა, მას არ ყოლია არც მეუღლე და არც შვილები.
1920 წელს იგი ხვდება ცნობილ გენიალური ქიმიკოს–პარფიუმერის ერნესტ ბოს და დაძაბული ერთობლივი მუშაობის შედეგად ქმნიან 80 კომპონენტისგან შემდგარი ცნობილი „სუნამო ქალებისთვის ქალის სურნელით“ Chanel №5., რომელიც დღესაც გამორჩეულია სუნამოებს შორის თავისი სურნელით.
30–იანი წლების ბოლოს მეორე მსოფლიო ომის კრიზისთან დაკავშირებით შანელი იღებს გადაწყვეტილებას შეაჩეროს წარმოება. ხოლო 1954 წელს იგი 70 წლის ასაკში ბრუნდება მოდის სამყაროში და ხსნის ახალ ბუტიკს Rue Cambon –ს.
უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში იგი ცხოვრობდა პარიზის სასტუმროში Ritz ის ერთ–ერთ ნომერში, სადაც 1971 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.
გაბრიელ ბონჰერ შანელი (1883 წლის 19 აგვისტოს – 1971 წლის 10 იანვარი) დაიბადა საფრანგეთის ერთ–ერთ ქალაქში სამიურეში ღარიბ ოჯახში.
მისი ბავშვიბის შესახებ ბევრი არ არის ცნობილი. მხოლოდ ცნობილია, რომ დედა ხშირად ავადმყოფობდა და მალე გარდაიცვალა. ბავშვების აღზრდაზე მამამ უარი თქვა და ამიტომ მიაბარეს ბავშვთა სახლში, სადაც ის გაიზარდა და ისწავლა კერვა.
20 წლის ასაკში კოკო შანელი წამოვიდა ბავშვთა სახლიდან და დაიწყო მუშაობა ტრიკოტაჟის მაღაზიაში ქალაქ მულენში. პარალელურად საღამოობით მღეროდა ერთ–ერთ კაფეში. იგი ხშირად ასრულებდა ერთ სიმღერას, საიდანაც მოდის მეტსახელი „კოკო“.
20 წლის ასაკში კოკო შანელი წამოვიდა ბავშვთა სახლიდან და დაიწყო მუშაობა ტრიკოტაჟის მაღაზიაში ქალაქ მულენში. პარალელურად საღამოობით მღეროდა ერთ–ერთ კაფეში. იგი ხშირად ასრულებდა ერთ სიმღერას, საიდანაც მოდის მეტსახელი „კოკო“.
ამავე კაფეში გაიცნო ახალგაზრდა ოფიცერი ეთენ ბალზანი (Etienne Balsan), რომელიც იყო ტექსტილის მწარმოებელთა დინასტიის შთამომავალი. 3 წელი ისინი ცხოვრობდნენ ბალზანის სასახლეში. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო შანელმა საკუთარი ტანსაცმლის და ქუდების მოდელების შექმნა და ექსპერიმენტები. (მიაჩნდა, რომ მაშინდელი მაღალი საზოგადოების ქალების ტანისამოსი ძალიან რთული და ძნელად სატარებელი იყო).
მალე კოკომ გაიცნო ახალგაზრდა ინგლისელი არტურ კაპელი და მასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად პარიზში. არტურის ფინანსური დახმარებით 1910 წელს შანელმა პარიზში გახსნა თავისი პირველი ქუდების ატელიე, რომელმაც ძალიან მალე მოიპოვა პოპულარიბა პარიზის მაღალ წრეებში. 1913 წელს იხსნება შანელის მეორე მაღაზია, ხოლო 1919 წელს იგი იწყებს ქალის ტანსაცმლის მოდელების შექმნას ჯერსის ნაჭრისგან, რომელიც მანამდე გამოიყენებოდა მხოლოდ მამაკაცის სამოსისთვის.
კოკო შანელი მოდის ისტორიაში შევიდა როგორც ქალის ტანისამოსში მამაკაცის სტილის შემომტანი. მან პირველმა შემოიტანა ქალებისთვის ტანისამოსის თავისუფალი სტილი, რითაც გაანთავისუფლა ქალები მკვეთრად შემოჭერილი ტანისამოსისგან, შექმნა შარვლის მოდელები მანდილოსნებისთვის. მას მოსწონდა ეს სტილი. 1917 წელს მოკლედ შეიჭრა თმები და ამით საფუძლელი დაუდო ქალის მოკლე ვარცხნილობებს.
1919 წელს არტურ კაპელი მოულოდნელად იღუპება ავტოკატასტროფაში, რაც უდიდესი ტრაგედიაა შანელისთვის. ამ პერიოდიდან იწყება შანელის ცნობილი მოკლე შავი კაბების პერიოდი. მას არ ქონდა უფლება ტრაურის ტარების, რადგან არ იყო არტურის ოფიციალური მეუღლე. ბოროტი ხმები იმასაც ამბობდნენ, რომ შავი ფერი შანელმა იმისთვის შემოიტანა, რომ პარიზის ცნობილ ქალებს ტრაურში ეტარებინა. ასეა თუ ისე, ეს ფერი შემოდის იმ პერიოდის მოდაში.
უამრავი თაყვანისმცემლების მიუხედავად, რომლებიც შანელს შემდეგ ჰყავდა, მას არ ყოლია არც მეუღლე და არც შვილები.
1920 წელს იგი ხვდება ცნობილ გენიალური ქიმიკოს–პარფიუმერის ერნესტ ბოს და დაძაბული ერთობლივი მუშაობის შედეგად ქმნიან 80 კომპონენტისგან შემდგარი ცნობილი „სუნამო ქალებისთვის ქალის სურნელით“ Chanel №5., რომელიც დღესაც გამორჩეულია სუნამოებს შორის თავისი სურნელით.
30–იანი წლების ბოლოს მეორე მსოფლიო ომის კრიზისთან დაკავშირებით შანელი იღებს გადაწყვეტილებას შეაჩეროს წარმოება. ხოლო 1954 წელს იგი 70 წლის ასაკში ბრუნდება მოდის სამყაროში და ხსნის ახალ ბუტიკს Rue Cambon –ს.
უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში იგი ცხოვრობდა პარიზის სასტუმროში Ritz ის ერთ–ერთ ნომერში, სადაც 1971 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა . http://geronia.blogspot.com/
No comments:
Post a Comment