Tuesday, November 13, 2012

ბრენდები

              ფილ ნაიტი   იყო მორბენი საშუალო მანძილზე ორეგონის უნივერსიტეტის გუნდში. იგი არ იყო ნამდვილი სპორტსმენი, მაგრამ სამაგიეროდ იცოდა თუ რა საშინელია ამერიკული ფეხსაცმელი. იმ დროისთვის გერმანული  Adidas-ი 60-იან წლებში იყო ფუფუნების ტოლფასი,რადგან ღირდა ადგილობრივ ბრენდებზე ბევრად ძვირი. ნაიტმა გადაწყვიტა სიტუაციის გამოსწორება და შეექმნა    Blue Ribbon Sports კომპანია, რომელიც აწარმოებდა ამერიკულ ფეხსაცმელს და ხარისხით არ დაუთმობდა               Adidas-ს და Puma-ს. ნაიტი მიხვდა, რომ იაფი და ხარისხიანი ნაწარმის შექმნა შესაძლებელი იყო მხოლოდ აზიაში. 1965 წელს მან 500 დოლარი ჩადო საქმეში, ნაიტმა და მისმა მწვრთნელმა ბაუერმანმა შეუკვეთეს 300 წყვილი ფეხსაცმელი იაპონურ კომპანიას ონიცუკა ტაიგერს (ამჟამად ASICS). ფილმმა დაიწყო ფეხსაცმლის გაყიდვა პირდაპირ თავისი ფურგონიდან. გაყიდვა გაიზარდა და ბიზნესი გადაიზარდა უცხო ნაწარმის გაყიდვით საკუთარი ნაწარმის გაყიდვაში და შეიქმნა ბრენდი  Nike.


                                                                                                         http://www.file.ge/?p=21112
  
Adidas & Puma


პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 1920 წლის დასაწყისში დასლერების ოჯახმა გადაწყვიტა საოჯახო საქმის წამოწყება - ფეხსაცმლის შეკერვა ბრენდით Dassler. დასლერების ოჯახის პირველი პროდუქცია იყო სახლის ჩუსტები და ორტოპედიური ფეხსაცმელი სპორცმენებისთვის ვარჯიშისთვის - ინვალიდებისთვის (ომის მერე ბევრი იყვნენ). მასალად იყენებდნენ ჩამოწერილს საომო აღჭურვილობებს, ძირებს კი ძველი ავტომობილების საბურავებისგან ამზადებდნენ.1924 წელს იყო დაარსებული დასლერების ფაბრიკა. ორი ძმა საპირისპირო ხასიათებით ავსებდნენ ერთმანეთს - ადოლფი - წყნარი და გაწონასწორებული, რუდოლფი - აქტიური და კომუნიკაბელური გამყიდველი. ერთი წლის შემდეგ ადოლფმა გამოიგონა და შეკერა პირველი საფეხბურთო ბუცი შიპოკებით. 1928 წელს უკვე რამოდენიმე სპორტსმენი თამაშობდა დასლერების ბუცებით.მამის გარდაცვალების შემდეგ 1948 წელს ძმებმა იჩხუბეს და გაანაწილეს ფაბრიკა, შექმნეს ახალი ფირმები Adidas და Puma. საოჯახო ბიზნესის დახურვის შემდეგ ძმები ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ, ხოლო Adidas და Puma გახდნენ ყველაზე დაუძინებელი კონკურენტები.                                                                     http://www.file.ge/?p=21112

No comments:

Post a Comment