ბრენდები

                                                       Giorgio Armani


     კომპანია ჯორჯო არმანი ( Giorgio Armani) შეიქმნა 1975 წლის 24 ივლისს მილანში სერჯიო გალეოტის და ჯორჯიო არმანის მიერ, რომელიც დღევანდელ დღემდე ინარჩუნებს კომპანიის პრეზიდენტის, აღმასრულებელი დირექტორის და ერთადერთი აქციონერის სტატუსს.

ახალგაზრდა იტალიელი ჯორჯო არმანი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობდა ბოლონიის უნივერსიტეტის თერაპიის ფაკულტეტზე, თვლიდა ექიმის სპეციალობას თავის მოწოდებად და დიდი ინტერესით სწავლობდა სამედიცინო ლიტერატურას. ერთ მშვენიერ დღეს უცნობი მიზეზის გამო იღებს გადაწყვეტილებას გაიხადოს თეთრი ხალათი და წავიდეს სამხედრო სამსახურში. 

აღებული ტაიმ–აუტის პერიოდში ჯორჯო ხვდება, რომ ექიმის პროფესია მას არ აინტერესებს და სამხედროდან დაბრუნების შემდეგ, მეგობარი ექიმების გასაოცრად, მუშაობას იწყებს მილანის ერთ–ერთ ცნობილ მაღაზიაში – La Rinescente – ვიტრინების გამფორმებლის თანამდებობაზე. სწორედ მაშინ გამოვლინდა მისი შემოქმედებითი ბუნება. ბევრი ახლობლისათვის ეს ყველაფერი გამოიყურებოდა როგორც ჯორჯიოს კარიერული ვარდნა და დასანანი ფაქტი, თუ როგორ შეიძლებოდა დიდი პერსპექტივის მქონე ექიმი ჩამოქვეითებულიყო მანეკენების მომრთველამდე. 

არმანი  კი არ აქცევდა ყურადღებას თავისი მეგობრების აზრს მის კარიერასთან დაკავშირებით. მან იპოვა თავისი მოწოდება და ყველაფერზე მნიშვნელოვანი მისთვის ეს იყო. ნიჭიერი ახალგაზრდა მაშინვე შეამჩნია მაღაზიის ხელმძღვანელობამ და შესთავაზა მას მენეჯერის თანამდებობა. ჯორჯიო იყო უბედნიერესი ამ შეთავაზების მიღებით. იგი ჩვეული გატაცებით არჩევდა და ახამებდა ნივთებს და მუშაობდა მაღაზიის საფირმო სტილის შემუშავებაზე.

მალე ჯორჯიო არმანი ხდება კომპანია ჰიტმენის (Hitman) დიზაინერის თანაშემწე. კომპანია მუშაობდა ცნობილი სამოდელო სახლის – Nino Cerruti მამაკაცთა კოლექციების შექმნაზე.

კომპანიაში მუშაობის პერიოდში არმანიმ მიიღო შეუფასებელი გამიცდილება და ცოდნა მომხმარებლის მოთხოვნებსა და მატერიების ერთმანეთთან შეხამებაში.  რამდენიმე წლის მუშაობის შემდეგ თავის პარტნიორისგან – სერჯიო გალეოტისგან  იგი ღებულობს წინადადებას, ერთობლივი კომპანიის შექმნის თაობაზე.

ასე შეიქმნა კომპანია ჯორჯო არმანი (Giorgio Armani). პირველივე კოლექცია – მამაკაცთა პიჯაკების, მოიპოვა ძალიან დიდი წარმატება. 1975 წელი კომპანიისთვის ასევე წარმატებული გამოდგა ახალგაზრდული, სპორტული ტანსაცმლის, საზღვაო კოსტუმების და აქსესუარების გამოშვების მხრივ. ლოგოტიპზე გამოიყენებოდა არწივის ფიგურაზე გამოხატული ინიციალები – "GA" . 1 წლის შემდეგ უკვე გარკვეული წარმატების მქონე დიზაინერის მოდელები ჩნდება ჰოლივუდში. სწორედ იქ მიიღო მან მსოფლიო აღიარება. არმანის შექმნილი მოდელებით იმოსებოდა ბევრი ცნობილი მსახიობი. 
80 – იანი წლების დასაწყისში კომპანია ჯორჯიო არმანი სალიცენზიო ხელშეკრილებას დებს კომპანია ლორეალთან (L'Oreal). (კომპანია ლორეალის ისტორია შეგიძლიათ წაიკითხოთ) პარფიუმერიის გამოშვების თაობაზე. ასევე მისმა სამოდელო სახლმა წარმოადგინა კოლექცია – Emporio Armani და Armani Jeans

1985 წელს არმანის საუკეთესო მეგობარი და პარტნიორი სერჯიო გალეოტი ავადმყოფობის შედეგად (სპიდით) გარდაიცვალა. 
1987 წელს იაპონურ კომპანიასთან – Itochu Corp და Seibu Department Store თანამშრომლობის შედეგად გახსნილი იქნა ახალი Giorgio Armani Japan, ხოლო 1 წლის შემდეგ  Luxottica Group Spa – სთან ლიცენზიური შეთანხმების შედეგად გამოშვებული იქნა არმანის სათვალეები.

90 – იანი წლების დასაწყისში უამრავი კომპანია სთავაზობდა არმანის  პარტნიორობას, რომლის მიხედვითაც დიზაინერი შეინარჩუნებდა შემოქმედებით პროცესებზე კონტროლს, მაგრამ არ მიიღებდა მონაწილეობას კომპანიის ბიზნეს ოპერაციებში. მაგრამ ჯორჯიომ ნებისმიერ ასეთი ტიპის თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ უარი თქვა თანამდებობიდან წასვლაზე მხოლოდ გალეოტის ხსოვნის გამო, რომელმაც მთელი სიცოცხლე მიუძღვნა არმანის სახლს

2001 წელს არმანის სამოდელო სახლი ყიდულიბს კომპანიას Simint Spa. 2003 წელს ჯორჯიო იღებს ლონდონის (London) ხელოვნების სამეფო ინსტიტუტის დოქტორის ხარისხს მსოფლიო მოდის და კინოს განვითარებაში ნოვატორის როლის შესრულებისათვის. აგრეთვე არმანის მიღებული აქვს ამერიკის მოდის მოდელიორთა საბჭოს ჯილდო Lifetime Achievement Award მამაკაცთა ტანისამოსის ხაზის შექმნისთვის და იტალიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო – Gran Cavaliere della Repubblica.

                                                                     http://geronia.blogspot.com/2011/01/giorgio-armani.html

                                         

                                         Louis Vuitton


1854 წელს დაიწყო Louis Vuitton-ის მოდის სახლის ისტორია. მისი დამაარსებელი ლუი ვიტონი, საფრანგეთის ქალაქ იურაში, 1821 წლის 4 აგვისტოს დაიბადა. 

1835 წელს ლუი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა და შეგირდად დაიწყო მუშაობა ცნობილი ჩანთების მწარმოებლებთან. ლუის მიერ შექმნილი ჩანთების მოდელები ძალიან მალე მთელ საფრანგეთში პოპულარული გახდა, რასაც ხელი შეუწყო ნაპოლეონ III-ის ცოლის პროტექციამაც.

ლუი ვიტონი ბევრ დროს ატარებდა არისტოკრატულ წრეში, ასევე ბევრს მოგზაურობდა და გამოცდილებას აგროვებდა, რამაც საშუალება მისცა, სამგზავრო ჩანთების საკუთარი წარმოება დაეარსებინა.

პირველი სახელოსნო პარიზში, კაპუცინების ქუჩაზე გაიხსნა. 1876 წელს, მისი პროდუქცია პარიზის სპეციალურ გამოფენაზე უჩვენეს. სწორედ ამ გამოფენამ დააფიქრა ვიტონი -იგი შიშობდა, რომ მის მიერ დამუშავებული ჩანთების პოპულარული მოდელების ასლებს სხვებიც დაამზადებდნენ. 

ამ პრობლემის გადასაჭრელად, ყოველი ჩვენების წინ, ვიტონი თავისი მოდელების ზოგ ელემენტს ცვლიდა.
1855 წელს კომპანიამ ლონდონში, სახელგანთქმულ Oxford street-ზე პირველი ინგლისური მაღაზია გახსნა.

ლუი ვიტონი 1892 წელს გარდაიცვალა. კომპანიას სათავეში ჩაუდგა მისი ვაჟი. 1893 წელს, ჩიკაგოს მსოფლიო გამოფენაზე, Louis Vuitton-ის მოდის სახლის პროდუქცია წარადგინა ლუის ვაჟმა, ჟორჟ ვიტონმა. 

ლუის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ კი, კომპანიის დიზაინერებმა დაამუშავეს ლეგენდარული ტილო მონოგრამებით, დააპატენტეს და შემდგომში იგი იქცა Louis Vuitton-ის პროდუქციის საფირმო ნიშნად. სწორედ ამ ფაქტის გამო, მსოფლიოში საგრძნობლად იკლო კონტრაფაქტული პროდუქციის რაოდენობამ.

წლების განმავლობაში ჟორჟი წარმატებით ხელმძღვანელობდა კომპანიას, მათი პროდუქცია თავს იწონებდა საერთაშორისო ბაზრებზე. 

პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე, ჟორჟმა საფირმო ბუტიკები გახსნა ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ბომბეიში, ალექსანდრიასა და ბუენოს-აირესში. 1936 წელს ჟორჟ ვიტონი გარდაიცვალა და საქმე მემკვიდრეობით ერგო მის ვაჟს, გასტონ ლუი ვიტონს.

1959 წელს გადაწყდა შეეცვალათ სახელგანთქმული მონოგრამა, რათა გამოეყენებინათ იგი არა მარტო მსხვილ ობიექტებზე, არამედ აქსესუარებზეც.

1978 წელს Louis Vuitton-ის პირველი ბუტიკი იაპონიაში გაიხსნა და ამით კომპანიამ დაიწყო თავისი გავლენის გაფართოება აზიაში. მოგვიანებით, საფირმო ბუტიკები გაიხსნა ტაივანში (1983 წ.) და სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში (1984 წ.).

1987 წელს ბრენდი Louis Vuitton-ი, ჰოლდინგ LVMH-ის, ფუფუნების საგნების, შამპანურისა და კონიაკის საუკეთესო მწარმოებლების კონგლომერატის ნაწილად იქცა. 

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, მოდის სახლის პრეზიდენტად დანიშნეს ივ კასელი, 1992 წელს კი, პირველი საფირმო ბუტიკი პეკინში გაიხსნა.

1996 წელს Louis Vuitton-მა თავისი საფირმო გამოგონების -Monogram Carvas-ის ასი წლის იუბილე იზეიმა.
ერთი წლის შემდეგ, Louis Vuitton-ის სამხატვრო დირექტორი გახდა მარკ ჯეიკობსი. მისი დამსახურებაა, რომ კომპანიამ გამოუშვა პრეტ-ა-პორტერ-ის კლასის ქალებისა და მამაკაცების პირველი კოლექციები.

1999 წელს, ბუტიკი მაროკოშიც გაიხსნა და ამ გზით Louis Vuitton-მა აფრიკის ბაზარზეც შეაღწია.

2003 წელს, ტაკასი მურაკამისთან ერთად კომპანიამ დაამუშავა მონოგრამაMulticolore-ს ახალი ტექნოლოგია, რომელსაც იყენებენ მხოლოდ ლიმიტირებული კოლექციისთვის. ამავე პერიოდში გაიხსნა საფირმო ბუტიკები მოსკოვსა და ინდოეთის დედაქალაქ დელიში.

ორი წლის შემდეგ მოდის სახლმა დაარსებიდან 115-ე წელი აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით ახალი ბუტიკები გაიხსნა სან-პაულუში, ნიუ-იორკში, შანხაისა და იოჰანესბურგში.

Louis Vuitton-ის მოდის სახლი რეგულარულად აწარმოებს ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელს, თუმცა ძირითადი აქცენტი მაინც სამგზავრო ჩანთებზეა გადატანილი. სხვათა შორის, ჩემოდნების წარმოების ტექნოლოგია ლუი ვიტონის მიერ პირველი კომპანიის დაარსების შემდეგ არ შეცვლილა. 

ჩანთის კორპუსი მზადდება ალვის ხისგან, ხოლო გადასაკრავი მხოლოდ ონოგრამ-ის ტილოსგან. ამას გარდა, სამგზავრო ჩანთების კუთხეებს აქვს სპეციალური დამცავი და უნიკალური საკეტი -Louis Vuitton-ის ჩანთებისა და ყველა აქსესუარის განუყოფელი ნაწილი.

ფირმამ სახელი იმითაც გაითქვა, რომ გამუდმებით იბრძვის კონტრაფაქტური პროდუქციის წინააღმდეგ. ბევრი სარჩელი გახმაურდა, მაგ; სასამართლო საქმეები ბრიტნი სპირსის , Sony BMG-სა და MTV-ს წინააღმდეგ.

დღესდღეობით, მთელ მსოფლიოში შეხვდებით Louis Vuitton-ის სამასზე მეტ ბუტიკს. ყველაზე ცნობილი ბუტიკი მდებარეობს პარიზში, ელისეს მინდვრებზე, სადაც შეგიძლიათ არა მარტო შეიძინოთ LV-ს კოლექციის ნებისმიერი მოდელი, არამედ დაისვენოთ, მიირთვათ ფინჯანი ყავა და დაათვალიეროთ დიზაინერებისა და მხატვრების ამ მარკისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ექსპოზიცია.



ამ ბრენდის დამაარსებელი რენე ლაკოსტი თავის დროზე მსოფლიოს განთქმული ჩოგბურთელი იყო. მისი ზედმეტსახელი ალიგატორი იყო, რაც შემდეგში ბრენდის ლოგო გახდა. რენეს ზედმეტსახელის შესახებ 2 ვერსია არსებობს. ერთის მიხედვით მას ალიგატორი, და შემდგომში ნიანგი იმიტომ შეარქვეს, რომ მას თამაშისას ისე როგორც არავის შეეძლო მეტოქე დაექანცა. მეორე და უფრო გავრცელებული ვერსია გვამცნობს რენესა და მისი მეგობრის ნიძლავის შესახებ. სანაძლეო ერთ-ერთი საჩოგბურთო დაპირისპირების მოგებას ეხებოდა. მთავარი პრიზი კი ნიანგის ტყავის ჩემოდანი იყო. მოგვიანებით მისმა  მეგობარმა რობერტ ჯორჯმა  რენეს ფორმას  ნიანგი დაახატა. სწორედ ამ ფორმით ასპარეზობდა სპორტსმენი.









                                    

ფილ ნაიტი   იყო მორბენი საშუალო მანძილზე ორეგონის უნივერსიტეტის გუნდში. იგი არ იყო ნამდვილი სპორტსმენი, მაგრამ სამაგიეროდ იცოდა თუ რა საშინელია ამერიკული ფეხსაცმელი. იმ დროისთვის გერმანული  Adidas- 60-იან წლებში იყო ფუფუნების ტოლფასი,რადგან ღირდა ადგილობრივ ბრენდებზე ბევრად ძვირინაიტმა გადაწყვიტა სიტუაციის გამოსწორება და შეექმნა    Blue Ribbon Sports კომპანია, რომელიც აწარმოებდა ამერიკულ ფეხსაცმელს და ხარისხით არ დაუთმობდა               Adidas- და Puma-. ნაიტი მიხვდა, რომ იაფი და ხარისხიანი ნაწარმის შექმნა შესაძლებელი იყო მხოლოდ აზიაში. 1965 წელს მან 500 დოლარი ჩადო საქმეში, ნაიტმა და მისმა მწვრთნელმა ბაუერმანმა შეუკვეთეს 300 წყვილი ფეხსაცმელი იაპონურ კომპანიას ონიცუკა ტაიგერს (ამჟამად ASICS). ფილმმა დაიწყო ფეხსაცმლის გაყიდვა პირდაპირ თავისი ფურგონიდან. გაყიდვა გაიზარდა და ბიზნესი გადაიზარდა უცხო ნაწარმის გაყიდვით საკუთარი ნაწარმის გაყიდვაში და შეიქმნა ბრენდი  Nike.
                                                     
                                                                   http://www.file.ge/?p=21112



                                                   

                                                  adidas&puma






პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 1920 წლის დასაწყისში დასლერების ოჯახმა გადაწყვიტა საოჯახო საქმის წამოწყება - ფეხსაცმლის შეკერვა ბრენდით Dassler. დასლერების ოჯახის პირველი პროდუქცია იყო სახლის ჩუსტები და ორტოპედიური ფეხსაცმელი სპორცმენებისთვის ვარჯიშისთვის - ინვალიდებისთვის (ომის მერე ბევრი იყვნენ). მასალად იყენებდნენ ჩამოწერილს საომო აღჭურვილობებს, ძირებს კი ძველი ავტომობილების საბურავებისგან ამზადებდნენ.1924 წელს იყო დაარსებული დასლერების ფაბრიკა. ორი ძმა საპირისპირო ხასიათებით ავსებდნენ ერთმანეთს - ადოლფი - წყნარი და გაწონასწორებული, რუდოლფი - აქტიური და კომუნიკაბელური გამყიდველი. ერთი წლის შემდეგ ადოლფმა გამოიგონა და შეკერა პირველი საფეხბურთო ბუცი შიპოკებით. 1928 წელს უკვე რამოდენიმე სპორტსმენი თამაშობდა დასლერების ბუცებით.მამის გარდაცვალების შემდეგ 1948 წელს ძმებმა იჩხუბეს და გაანაწილეს ფაბრიკა, შექმნეს ახალი ფირმები Adidas და Puma. საოჯახო ბიზნესის დახურვის შემდეგ ძმები ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ, ხოლო Aadidas და Ppuma გახდნენ ყველაზე დაუძინებელი კონკურენტები.    

No comments:

Post a Comment