მოდის ისტორია






მოდის ისტორია ისეთივე ძველია როგორც ჩაცმულობის. ტანსაცმელი, ბუნებისგან თავდასაცავად, ჯერ კიდევ, პირველყოფილმა ადამიანმა, «გამოიგონა»… დროთა განმავლობაში კი, კაცობრიობამ, სამოსის ესთეტიურ ფორმებზე ზრუნვაც დაიწყო…
სად იყო და არის მოდის ცენტრი? რა თქმა უნდა, არა ყველგან…
-ალბათ, პარიზში! – გვიპასუხებთ… – თუმცა, მოდა სენის ნაპირზე ნამდვილად არ დაბადებულა… იქ მოხვედრამდე მან იტალია, ესპანეთი მოგვიანებით კი ინგლისი გადასერა… აღსანიშნავია, რომ, მოდას, ოდითგანვე, პოლიტიკასთან ჰქონდა კავშირი.. იტალიის წვლილი, მოდის ისტორიის განვითარებაში, რენესანსის ეპოქაზე, ქალაქებისა და სახელმწიფოების აყვავების ხანაზე მოდის.
XIII საუკუნიდან მოყოლებული, იტალიაში, უკვე ძვირფას აბრეშუმის ნაჭერს ამზადებდნენ, მილანში კი ბარხატის წარმოება ვითარდებოდა… მოდის ცენტრად, როგორც წესი, იმ ქალაქსა თუ ქვეყანას თვლიდნენ, სადაც ძვირფასი ქსოვილი იწარმოებოდა. ამის მაგალითია, აბრეშუმის ქალაქი ლიონი და მისი პირდაპირი კავშირი ფრანგული მოდის მეფობასთან.
ბურგუნდიაც, განსაკუთრებული ქსოვილის წარმოების მეოხებით, ათასწლეულების განმავლობაში, იძლეოდა ტონს ევროპულ მოდაში. თუმცა, ეს ეპოქაც დასრულდა და ბურგუნდია ესპანეთმა ჩაანცვლა. იმ პერიოდში გამეფებულმა შავმა ფერმა, ქვეყნის მმართველთა უდიდესი მოწონება დაიმსახურა. 1600 წლის შემდეგ, ესპანეთის პოლიტიკური ჰეგემონია, შეირყა. სიმძიმის ცენტრმა საფრანგეთში გადაინაცვლა და მოდაშიც, სიცოცხლით სავსე პარიზი გამეფდა. კაზანოვა წერდა: «პარიზი ერთადერთი ქალაქია, მსოფლიოში, რომლის სახეც ყოველ ხუთ-ექვს წელიწადში მთლიანობაში იცვლებაო».
XIII საუკუნიდან მოყოლებული, პარიზისთვის, მოდის სფეროში, ახალი კონკურენტი – ლონდონი, გაჩნდა… კონკურენცია იმდენად ძლიერი იყო, რომ, ერთ-ერთი გერმანელი მწერლის, 1768 წელს გაკეთებულ ჩანაწერში ვაწყდებით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ანგლომანიით «შეპყრობილი», ყველაზე მეტად, სწორედ, პარიზი ყოფილა…ინგლისური მოდის ტენდენციები მთელ ევროპასაც მოედო. სპორტული პალტო და სამოსი წვიმიანი ამინდისთვის, მაგალითად, იყო და რჩება ბრიტანულ «კუთვნილებად» მოდაში. თუმცა, პარიზი მაინც მოდის ცენტრია. XX საუკუნის ორი ყველაზე ცნობილი მოდელიორი – მადამ სკაპარელი და ნინა რიჩი, იყვნენ იტალიელები, მაგრამ იტალიელები პარიზში. XIX საუკუნის ორი წარმატებული ინგლისელი მოდელიორი ვორტ და რედფერიც, იყვნენ «ინგლისელები პარიზში»…
პარიზის გეოგრაფიული მდებარეობა, ტექსტილის წარმოების განვითარებული ტექნიკა და გამოცდილი მკერავების პროფესიონალიზმი, მოდის ცენტრის სიძლიერეს და წარმატების საიდუმლოს წარმოადგენდა.
ასე იქცა თავისუფალი და მსუბუქი პარიზი მსოფლიო მოდის ცენტრად იქცა… ცენტრად, სადაც, დღემდე, არა ერთი სიახლე თუ ექსცენტირული იდეა იბადება… ამ იდეებს კი მსოფლიო იტაცებს… რიგ შემთხვევაში, განსხვავებულ ინტერპრეტაციებს ქმნის და მოდის მოყვარულებს ახალი სახითაც წარმოუდგენს ხოლმე…

                                                                                                                                  http://modissamyaro.wordpress.com/2010/06/20/hello-world/

1 comment: